1908 წლის სექტემბრისთვის ილია ჭავჭავაძის ფონდის თანხა შეადგენდა 9 818 მანეთსა და 79 კაპიკს, ხოლო მისი სარგებელი – 218 მანეთსა და 03 კაპიკს, რაც, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივნის სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას აზრით, დიდი მამულიშვილის ხსოვნის მიმართ ქართველი საზოგადოების არაგულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14817 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14817]; წვდომის თარიღი: 2019-09-20