სამსონ ფირცხალავას ჩანაწერიდან ვიგებთ, რომ ილია ჭავჭავაძის ხსოვნის აღსანიშნავად და პატივსაცემად მოწვეულმა კრებამ, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული დელეგატები და თბილისის ქართულ დაწესებულებათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საგნის ყოველმხრივი განხილვისა და კამათის შემდეგ დაადგინა: შექმნილიყო ილია ჭავჭავაძის ფონდი ქართული ლიტერატურისა და სწავლა-განათლების გასავრცელებლად; ამ საქმის მოგვარება მინდობოდა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას და მასვე დავალებოდა, მოწოდებები დაეგზავნა დაწესებულებებისა და კერძო პირებისთვის, რათა ერთდროული ან ყოველწლიური შემოწირულობით დახმარებოდნენ ილიას ფონდს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14823 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14823]; წვდომის თარიღი: 2019-09-17