1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის მოსწავლეებმა საღვთო სჯულის პროგრამა სრულად გაიარეს. მათ კარგად იცოდნენ ლოცვები და თავისუფლად ჰყვებოდნენ ძველი და ახალი აღთქმის ისტორიებსაც. პირველი და მეორე განყოფილების მოსწავლეები ქართულად ჰყვებოდნენ, მესამე და მეოთხე განყოფილების მოსწავლეები კი – რუსულადაც. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშები | 1905-1905
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14834 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14834]; წვდომის თარიღი: 2019-09-15