1901 წლის ივნისში იაკობ გოგებაშვილსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „დედა ენის“ გაყიდვით მიღებული თანხა ავტორს საზოგადოებისგან ყოველთვიურად უნდა მიეღო. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: ნიკოლოზ ცხვედაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, ივანე რატიშვილმა და დავით კარიჭაშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14898 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14898]; წვდომის თარიღი: 2019-10-24