ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14916

ფაქტი 14916

1908 წლის 4 ნოემბრის რუსულ ენაზე დაბეჭდილ დოკუმენტს, რომელშიც განსაზღვრული იყო მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოვალეობები ილიას საფლავის ძეგლის აგებასთან დაკავშირებით, დართული ჰქონდა წერილი, რომლის მიხედვითაც 6 ნოემბერს გამგეობის სხდომაზე იწვევდნენ ძეგლის შემფასებელი კომისიის წევრებს. ხელი მოაწერა გამგეობის მდივანმა სამსონ ფირცხალავამ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14916; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .