1908 წლის 4 ნოემბერს შედგენილი დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეს მამადავითის მთაზე ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლისთვის გასამრჯელოდ უნდა მიეღო 5800 მანეთი ასეთი თანმიმდევრობით: 2000 მანეთი – პარიზში გასამგზავრებლად და მუშაობის დასაწყებად, 1500 – ქალის ბრინჯაოს ქანდაკების ჩამოსასხმელად (მანამდე კომისიამ უნდა შეეფასებინა ფოტოესკიზები), 1200 – სამუშაოს დასრულების, ანუ საფლავზე ძეგლის დადგმის შემდეგ. რუსულენოვან დოკუმენტს ხელი მოაწერა იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14918 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14918]; წვდომის თარიღი: 2019-06-26