1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ გამგეობას მოახსენა, რომ წიგნის მაღაზიის გამგემ, შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილმა საჭიროდ მიიჩნია დაკარგული 64 წიგნის შესახებ ცნობების ხელმეორედ შემოწმება. შემოწმების შედეგები სარევიზიო კომისიის ანგარიშს არ დაემთხვა.

წყარო: ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15202 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15202]; წვდომის თარიღი: 2019-09-19