1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, საზოგადოების წიგნის მაღაზიაში წიგნები იაკობ სოლომონის ძე ღულაძის, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძისა და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის თანდასწრებით დათვლილიყო და სია ჩაბარებოდა შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს, რომელსაც შემდეგ გაყიდული წიგნები უნდა აღერიცხა.

წყარო: ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15253 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15253]; წვდომის თარიღი: 2019-09-17