1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიას აკლდა 2282 მანეთისა და 7 კაპიკის ღირებულების წიგნები და მაღაზიის ანგარიშს კი – 4146 მანეთი და 96 კაპიკი.

წყარო: ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15258 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15258]; წვდომის თარიღი: 2019-09-18