1910 წლის 27 მაისს იაკობ ნიკოლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას (მდებ. სასახლის ქუჩა, სახლი N6) შეატყობინა, რომ მარსელიდან უნდა გამოეგზავნა ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის ბრინჯაო და თავადაც ჩამოსულიყო. იგი 3 ივნისს ბათუმში იქნებოდა, საქმეების მოგვარების შემდეგ კი – თბილისში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15279 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15279]; წვდომის თარიღი: 2019-11-12