1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თხოვნით მხატვარ-ექსპერტთა კომისიის წევრებმა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული ფოტოსურათები განიხილეს. ოქმში აღნიშნეს, რომ მგლოვიარე ქალის ფიგურა ოსტატურად იყო შესრულებული, მაგრამ გამოთქვეს შენიშვნები მოსასხამის დეტალებთან დაკავშირებით. დასკვნას ხელი მოაწერეს გიგო გაბაშვილმა, ოსკარ შმერლინგმა და ჰენრიკ ჰრინევსკიმ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15289 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15289]; წვდომის თარიღი: 2019-11-12