1909 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ პარიზში მყოფ იაკობ ნიკოლაძეს შეატყობინა, რომ უგზავნიდა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ფოტოსურათების მიხედვით მხატვარ-ექსპერტთა (გიგო გაბაშვილი, ოსკარ შმერლინგი, გრინევსკი) მიერ შედგენილ ოქმს. გამგეობამ ნიკოლაძეს შენიშვნების გათვალისწინებით შესწორებული ქანდაკების ახალი ფოტოსურათების გამოგზავნა სთხოვა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15290 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15290]; წვდომის თარიღი: 2019-11-12