1908 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, გიორგი ყაზბეგის მიერ მოწვეულმა მხატვარ-ექსპერტთა ჯგუფმა განიხილა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული თიხა-თაბაშირის მოდელი და შეადგინა ოქმი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კომისია იწონებდა „მგლოვიარე ქალის“ ძეგლის ჩანაფიქრსაც და შესრულების მხარესაც, ფრონტონზე მოთავსებულ პოეტის ბიუსტს კი ზედმეტად მიიჩნევდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15293 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15293]; წვდომის თარიღი: 2019-08-22