ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15301

ფაქტი 15301

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თბილისის III სამკითხველოს მკითხველთა შორის 819 – თავად-აზნაური, 173 – სასულიერო წოდების, 426 – ვაჭარი, 6192 – გლეხი და 10 სხვა წოდების წარმომადგენელი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15301; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .