ილია ჭავჭავაძის ფონდისა და საფლავის ძეგლის მდგომარეობის განხილვას მიეძღვნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენელთა საერთო კრება, რომელიც გაიხსნა 1908 წლის 31 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე. დელეგატების გარდა კრებას ესწრებოდნენ ქართული პრესის წარმომადგენლები და 40-მდე გარეშე პირი. კრების თავმჯდომარე იყო იაკობ ღულაძე, მდივანი – სამსონ ფირცხალავა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15388 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15388]; წვდომის თარიღი: 2019-09-17