1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ანგარიშები. პირველიდან 9 აგვისტომდე საზოგადოებას შემოუვიდა 258. 6 მანეთი, დაეხარჯა – 522. 22. 9 აგვისტოსთვის საზოგადოებას ჰქონდა ნაღდი ფული 5998. 49 მანეთი, ქაღალდებით – 11816. 11, სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები – 18628. 2, ვალი – 813. 42 მან. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15422 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15422]; წვდომის თარიღი: 2019-06-24