1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გრიგოლ ყიფშიძის ჰონორარის საკითხი. მას უნდა დაეწერა პუშკინის ბიოგრაფია, რომელიც დაიბეჭდებოდა პუშკინის თხზულებებთან ერთად. გამგეობამ გრიგოლ ყიფშიძისთვის 15 მანეთის მიცემა გადაწყვიტა. ოქმს ხელი მოაწერეს ნიკოლოზ ცხვედაძემ, დავით კარიჭაშვილმა, გიორგი იოსელიანმა, ივანე რატიშვილმა და ივანე ზურაბიშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15522 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15522]; წვდომის თარიღი: 2019-06-16