1918 წელს ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქალაქის საბჭოს სხდომაზე მოხსენება წაიკითხა ალექსანდრე ხახანაშვილმა. სხდომაზე თბილისის საქალაქო არჩევნების საკითხი განიხილეს. ქალაქში შეიქმნა 51 საარჩევნო უბანი. საარჩევნო სიები დაიბეჭდა ქართულად, რუსულად და სომხურად. კანდიდატი ორი წლის სამუშაო ვადით აირჩიეს.

წყარო: ერთობა, 1918 | 27 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1556 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1556]; წვდომის თარიღი: 2019-09-23