სამსონ ფირცხალავამ 1908 წლის 15 ივნისის კრების მონაწილეებს გააცნო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის პოზიცია: ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის გაკეთება უნდა მიენდოთ იაკობ ნიკოლაძისთვის – როგორც ქართველი მხატვრისთვის, რადგან ძეგლის დადგმას ორნაირი მიზანი ჰქონდა: ერთი – ილიას პატივისცემა, მეორე – ქართული ხელოვნების ნაწარმოების შექმნა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15562 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15562]; წვდომის თარიღი: 2019-06-18