ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე მისულ დელეგატთა კრების ოქმიდან ვიგებთ, რომ მწერლის ხსოვნის პატივსაცემად ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა 1907 წლის 9 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატების საკრებულოში მიიწვია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დასაფლავებაზე ჩამოსული დელეგატები და თბილისის ქართულ დაწესებულებათა წარმომადგენლები. ოქმს ხელს აწერს სამსონ ფირცხალავა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15567 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15567]; წვდომის თარიღი: 2019-09-17