1910 წლის 14 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ფულადი დახმარების უმორჩილესი თხოვნით მიმართავს ქუთაისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოსა და ქუთაისის ბანკის ზედამხედველობის კომიტეტს, რათა ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების მესამე წლის თავზე, ე. ი. 30 აგვისტოს, შესაძლებელი გახდეს პოეტის ძეგლის კურთხევა და გახსნა. ხელს აწერს გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15568 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15568]; წვდომის თარიღი: 2019-06-16