ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15569

ფაქტი 15569

სამსონ ფირცხალავას მიერ 1910 წლის 12 აპრილს შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიმართვას ოთხი ადრესატი ჰყავდა: შავი ქვის მწარმოებელთა კრების საბჭო, ქუთაისისა და ჭიათურის დრამატული საზოგადოებები და თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის საპედაგოგო საბჭო. გამგეობამ ამ ორგანიზაციებს შეატყობინა იაკობ ნიკოლაძის მიერ ქანდაკების დასრულების შესახებ და სთხოვა, დროულად დახმარებოდნენ შეპირებული თანხით. საზოგადოების წევრებს სურდათ 30 აგვისტოსთვის მოესწროთ ილია ჭავჭავაძის საფლავის საბოლოოდ მოწყობა და ძეგლის გახსნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15569; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .