1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა დავით ბაქრაძის მოხსენება სენაკის სკოლის მდგომარეობის შესახებ და გადაწყვიტა, სამსახურიდან გაეთავისუფლებინა მასწავლებლები – პლატონ და გრიგოლ წულუკიძეები, მიხეილ შარაშიძე, ივანე გომელაური და გიორგი ბოკერია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15575 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15575]; წვდომის თარიღი: 2019-10-14