1918 წელს, ზეიმის დასრულების შემდეგ, პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, მათ შორის იყო გერმანიის დელეგაცია ფონ-კრესთან ერთად. სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ შეაჯამა ხელისუფლების საქმიანობის ექვსი თვის შედეგები და საზოგადოებას უსურვა, რომ 26 მაისის აქტი მათთვის მუდმივ დღესასწაულად გადაქცეულიყო.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1918 | 3 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1563 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1563]; წვდომის თარიღი: 2019-09-21