ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15691

ფაქტი 15691

1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას წინადადება თბილისის ბიბლიოთეკებისთვის ჟურნალ-გაზეთების გამოწერის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ბიბლიოთეკები 6 თვის განმავლობაში მიიღებდნენ: „განათლებას“, „დროებას“, „მომავალს“, „ნაკადულს“, „ჯეჯილსა“ და „საქართველოს მოამბეს“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15691; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .