ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15714

ფაქტი 15714

1910 წლის 25 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია აბრამის ძე ზარაფიშვილის ანდერძი, რომლის მიხედვითაც, ზარაფიშვილის თელავის სახლი საზოგადოების საკუთრებაში გადადიოდა. გამგეობის გადაწყვეტილებით, ანდერძის პირი უნდა გაეგზავნათ საზოგადოების თელავის განყოფილებაში, ვექილ ვლადიმერ გრიგოლის ძე კანდელაკისთვის კი – ეკითხათ რა ზომები უნდა მიეღოთ ანდერძთან დაკავშირებით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15714; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .