1907 წლის 9 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, თბილისის თავადაზნაურთა დეპუტატების საკრებულოში გაიმართა ილია ჭავჭავაძის დასაფლავებაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ დელეგატთა კრება, რომელსაც თბილისის ქართულ დაწესებულებათა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ამის თაობაზე კრების თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩმა 11 სექტემბერს აუწყა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას და გაუგზავნა კრების ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს გიორგი ზდანოვიჩმა, სამსონ ფირცხალავამ, გიორგი ლასხიშვილმა, სიმონ მდივანმა, ილია კაკაბაძემ, ივანე ნიჟარაძემ, ილიკო მხეიძემ და პეტრე სურგულაძემ.

წყარო: ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე დამსწრე დელეგატების კრების დადგენილება ილიას სახელობის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ | 1907-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15750 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15750]; წვდომის თარიღი: 2019-09-22