1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ძმებ კ. და ს. თავართქილაძეების თხოვნა სამასი მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. მდივან ალექსანდრე მიქაბერიძეს დაევალა, ცნობაში მიეთითებინა საზოგადოების ანგარიში თავართქილაძეებთან დაკავშირებით.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15787 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15787]; წვდომის თარიღი: 2019-10-16