ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15894

ფაქტი 15894

1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლაში დაენიშნათ მესამე მასწავლებელი მარიამ ივანეს ასული გვარამაძის ნაცვლად, რომელმაც უარი განაცხადა მასწავლებლობაზე. მისი აზრით, სასურველი იქნებოდა ქუთაისის სამეურნეო სკოლის კურსდამთავრებულის მოწვევა, რადგან სკოლას ჰქონდა ბაღ-ბოსტნის მიწა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15894; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .