ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15932

ფაქტი 15932

1909 წლის სექტემბერში ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა საზოგადოებისათვის შესაწირად გადაცემული წიგნების ჩამონათვალი: XVI საუკუნის მეტაფრაზი, ხუცური ხელნაწერი, XVII საუკუნის ხელნაწერები – მარხვანი, პატარა კურთხევანი, ლოცვანი, ზატიკი, ხუცური, ღვთისმშობლის სვინაქსარი და საქრისტიანო მოძღვრება, XVIII საუკუნის ხელნაწერები – ღვთისმშობლის დაუჯდომელი და პარაკლისი, სადღესასწაულო, ანტონ კათალიკოსის გრამატიკა, ქართლის მოქცევა, XIX საუკუნის გეოგრაფია და არითმეტიკა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15932; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .