1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლაში სულ 28 მოსწავლე იყო. მათგან 11 მაჰმადიანი, 6 კათოლიკე და 11 მართმადიდებელი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშები | 1880-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 16028 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/16028]; წვდომის თარიღი: 2019-08-23