ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, სასწავლო წლის დასასრულს ბათუმის სკოლის ოთხივე განყოფილებაში სულ იყო 4 თავადის წოდების მოსწავლე, აზნაური – 12, სასულიერო – 5, ვაჭარი, ხელოსანი – 25, გლეხი – 53, მართლმადიდებელი – 87, კათოლიკე – 4, გრიგორიანი – 1, მუსულმანი – 7, 10 წლამდე – 80, 15 წლამდე – 17, 15 წლის ზემოთ – 2. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 16068 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/16068]; წვდომის თარიღი: 2019-11-15