ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის შემოსავალი იყო: საწევრო ფული 528 მანეთი, სწავლის გადასახადი – 114 მანეთი, ქალაქის თვითმმართველობისაგან შემოსული თანხა – 500 მანეთი, საღამოს, კონცერტების თანხა – 3149 მანეთი და 58 კაპიკი, შემოწირულობა – 6 მანეთი და 80 კაპიკი, აღებული ვალი – 700 მანეთი, სულ – 4998 მანეთი და 38 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 16071 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/16071]; წვდომის თარიღი: 2019-11-19