1881 წლის 8 მაისს ბათუმში გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა, რომელშიც სხვა სარწმუნოების ბავშვებთან ერთად სწავლობდნენ მართლმადიდებელი ბავშვები: დავით ჩიჩუა, ბეგლარ ჯაიანი, ქიშვარდი გეგენავა, ალექსი მუხუზლა, კონსტანტინე ხუხუნაშვილი, გრიგოლ ვაჭარაძე, დიმიტრი ტუღუში, მიხეილ ხუნწარია, ტიმოთე თხილაშვილი.

წყარო: მიწერ-მოწერა აჭარა-ქობულეთში ქართული სკოლების გახსნის შესახებ | 1880-1884
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 16245 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/16245]; წვდომის თარიღი: 2019-08-23