ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 16467

ფაქტი 16467

1880 წლის 15 მაისიდან 1881 წლის პირველ იანვრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას წევრებისგან შემოუვიდა 1158 მანეთი, ქუთაისის ბანკიდან 1000 მანეთი, ფულის სარგებელი 277 მანეთი და 50 კაპიკი, სურამის წარმოდგენიდან 50 მანეთი, თბილისის სკოლის მოსწავლეებისგან 33 მანეთი და 50 კაპიკი, დაბრუნებული შემოსავალი 30 მანეთი. საზოგადოებას სულ შემოუვიდა 2549 მანეთი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 16467; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .