1917 წლის სექტემბრისათვის, როდესაც წყდებოდა ქართული სამხედრო კორპუსის ჩამოყალიბების საკითხი, საქართველოში თავმოყრილი იყვნენ რუსეთის ფრონტებიდან ჩამოსული გამოცდილი სამხედრო მხედართმთავარნი, მათ შორის, გენერლები: ოდიშელიძე, გაბაშვილი, ანდრონიკაშვილი, იმნაძე, გედევანიშვილი და მრავალი სხვა. მათ ბევრად ჩამორჩებოდა იმხანად პოლკოვნიკის ჩინის მქონე სტეფანე ახმეტელი, თუმცა მენშევიკურმა მთავრობამ სწორედ ის დანიშნა საქართველოს ჯარის მეთაურად.

წყარო: გიორგი მაზნიაშვილი – მოგონებანი | 2017-2017
წყაროს ტიპი: წიგნი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1683 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1683]; წვდომის თარიღი: 2019-10-21