ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1685

ფაქტი 1685

1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭო აირჩიეს და მასთან შედგა სამხედრო სექცია, რომელშიც, მართალია, ქართული სამხედრო კავშირის წარმომადგენლები შედიოდნენ, მაგრამ ისევე როგორც საბჭოში, სამხედრო სექციაშიც ძალაუფლება მენშევიკებს ჰქონდათ. ამის მიუხედავად, სამხედრო სექციამ პარტიული მოსაზრებით დანიშნულ ქართული ჯარის მეთაურ ახმეტელს უფლება არ მისცა, თანაშემწეები თავისი სურვილით მოეწვია. სამხედრო სექციამ ასევე პარტიული მოსაზრებით სამხედრო კორპუსს შტაბის უფროსად იმხანად კაპიტნის ჩინის მქონე სოსო გედევანიშვილი დაუნიშნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1685; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .