1909 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას წინადადება, საზოგადოებას ჰქონოდა პერიოდული გამოცემა. გამგეობა დაეთანხმა. ადმინისტრაციული სექციის დადგენილებით, მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვაში შეიტანდნენ გამოცემისთვის საჭირო თანხას, საზოგადოების ბაქოსა და ქუთაისის განყოფილებებს კი დახმარების თხოვნით მიმართავდნენ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 16945 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/16945]; წვდომის თარიღი: 2019-08-22