1917 წლის დამლევს, მას შემდეგ, რაც გენერალმა მაზნიაშვილმა არტილერია გააგზავნა მახათას მთისა და სოღანლუღის ქედის დასაკავებლად, იგი გაემართა სამხედრო სკოლისაკენ სადაც თავი მოუყარა ხევსურთა დანაყოფებს (ოთხასამდე კაცი) და თავისუფალ ჯარისკაცებს კაპიტან ჯაფარიძის სუდენტთა ათასეულიდან და გაგზავნა არტილერიის დასაცავად თავად კი ისევ მთავრობის თავმჯდომარესთან გაემართა საქმის ვითარების მოსახსენებლად. მოხსენების შემდეგ იგი შეუერთდა არტილერიას მახათას მტაზე. საჭირო ზომებისა და ულტიმატუმის თავის დროზე წარდგენის გამო, მტრის ეშელონები მთავრობის გადადგომის ნაცვლად სურსათს, ტანისამოსსა და ცხენის საკვებს დასჯერდნენ და ბაქოსკენ გასწიეს, თუმცა მთავრობა კვლავაც შიშობდა, რომ ეშელონებს შეეძლოთ ფოილოს ხიდთან გადმოსხდომა და თბილისზე იერიშის მიტანა.

წყარო: გიორგი მაზნიაშვილი – მოგონებანი | 2017-2017
წყაროს ტიპი: წიგნი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1698 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1698]; წვდომის თარიღი: 2019-09-21