1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა. პირველიდან 19 ოქტომბრამდე შემოსავალი იყო 2805 მან. 17 კაპ., ხარჯი – 640 მან. 15 კაპ.; 19 ოქტომბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 20 981 მან. 29 კაპ. და სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები – 18268 მან. 47 კაპ. ამ დროისთვის საზოგადოებას ვალი არ ჰქონდა. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17080 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17080]; წვდომის თარიღი: 2019-11-17