ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17090

ფაქტი 17090

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, წინარეხის სკოლაში უფრო მეტი გოგონა სწავლობდა, ვიდრე ვაჟი. გოგონების რაოდენობის ზრდა განაპირობა იმან, რომ მასწავლებელი ქალი იყო და მათ ხელსაქმეს ასწავლიდა. ხელსაქმის ნიმუშები საზოგადოების კანცელარიაში ინახებოდა და მსურველებს შეეძლოთ ენახათ. სკოლა დაათვალიერა გამგეობის წევრმა გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17090; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .