1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, წინარეხის სკოლაში საანგარიშო წლის განმავლობაში 29 მოსწავლე სწავლობდა. აქედან 11 ვაჟი და დანარჩენი გოგონა იყო. სკოლას სამი განყოფილება ჰქონდა. I განყოფილებაში 13 მოსწავლე სწავლობდა (შვიდი ვაჟი და ექვსი გოგონა), II – 9 (სამი ვაჟი და ექვსი გოგონა) და III – 7 (ერთი ვაჟი და ექვსი გოგონა). სკოლა დაათვალიერა გამგეობის წევრმა გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიში | 1887-1887
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17091 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17091]; წვდომის თარიღი: 2019-11-13