1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების გამგეობამ სკოლებში სწავლის წესი შეცვალა. იდეა ეკუთვნოდა იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილს. მისი აზრით, საზოგადოების სკოლების წარმატებას აბრკოლებდა ის ფაქტი, რომ თითოეულ სკოლაში ოთხი განყოფილება იყო, რომელთა ერთად გაძღოლა მასწავლებლებს უჭირდათ. ამიტომ უკეთესი იქნებოდა, თუ პირველი და მეორე განყოფილება დილით ისწავლიდა, ხოლო მესამე და მეოთხე განყოფილება შუადღის შემდეგ. ეს აზრი გამგეობის წევრებმა მოისმინეს და გადაწყვიტეს სკოლებში ამ წესის შემოღება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიში | 1887-1887
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17100 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17100]; წვდომის თარიღი: 2019-06-26