1911 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში შესული 117 განაცხადიდან ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია დაენიშნათ შემდეგ პირთ: ნინო გრიგოლის ასულ ლასხიშვილს, გერონტი დიმიტრის ძე ქიქოძეს, გიორგი სპირიდონის ძე ჩიტაიას, სილოვან გიორგის ძე ყიფიანს, დავით მელიტონის ძე ჩხეიძეს, დავით ლევანის ძე მჭედლიშვილს, იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილს, შალვა გიორგის ძე ტატიშვილსა და სიმონ ფიცხელაურს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1911-1911
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17196 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17196]; წვდომის თარიღი: 2019-08-26