ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17287

ფაქტი 17287

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) გამგეობის წევრები იყვნენ: სალომე თეიმურაზის ასული ლოლუა, თეკლა კონსტანტინეს ასული თურქია, ნინო ალექსანდრეს ასული თურქია, გრიგოლ თურქია, კონსტანტინე იოსების ძე ჯაფარიძე, ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე და ელენე ნიკოლოზის ასული ნადარეიშვილი. საზოგადოებამ 1911 წლის განმავლობაში გამართა 10 სხდომა, განიხილა 26 საქმე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17287; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .