ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17313

ფაქტი 17313

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 14 სკოლა ჰქონდა. გერგეთის, გომარეთის, საგურამოს, ყალამშიის, ბათუმის, ბაქოს, თელავის, კავკავისა და სოხუმის სკოლებს საზოგადოება სრულად აფინანსებდა. წინარეხის, გიორგიწმინდისა და ნავთლუღის სკოლებს – ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მოსამზადებელ სკოლასა და მის განყოფილებას სენაკში ქუთაისის საადგილმამულო ბანკი ინახავდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17313; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .