სიმონ ქვარიანის განცხადებით, 1923 წელს ის ოჯახთან ერთად დაბრუნდა თბილისში, სადაც მსახურობდა პ-დ ა/კ ფინსახკომში სავალუტო განყოფილების ინსპექტორად, შემდეგ მესამე შემნახველი სალაროს გამგედ. 1925-1930 წლებში კი შინვაჭრობის კომისარიატში, საქ. ფინსახკომში, საქ. წყალთა სამმართველოში და მიწსახკომში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები, I წიგნი
წყაროს ტიპი: წიგნი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1743 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1743]; წვდომის თარიღი: 2019-10-21