1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის სამკითხველოში 734 წიგნი ინახებოდა. აქედან სასულიერო შინაარსის იყო 20 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 116, ისტორიულ-გეოგრაფიული – 34, სასოფლო სამეურნეო – 7, საბუნებისმეტყველო – 16 და სხვადასხვა სახის წიგნი – 13.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17473 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17473]; წვდომის თარიღი: 2019-09-15