1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ უდის სამკითხველოში 782 წიგნი ინახებოდა:  სასულიერო შინაარსის იყო 48 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 157, ისტორიულ-გეოგრაფიული – 47, სასოფლო სამეურნეო – 50, საბუნებისმეტყველო – 12,  საბავშვო – 210 და სხვადასხვა სახის – 171 წიგნი.    

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17516 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17516]; წვდომის თარიღი: 2019-09-18