1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის ბიბლიოთეკას 15 ხელმომწერი ჰყავდა. მათ მიერ გატანილი წიგნებიდან სასულიერო შინაარსის იყო 13, 200 – მოთხრობა-პიესა, 76 – ისტორიულ-ბიოგრაფიული ხასიათის წიგნი, 7 – გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული და 334 – საზოგადოებრივი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17521 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17521]; წვდომის თარიღი: 2019-08-20